ნინოწმინდა ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯავახეთში სამველ მანუკიანი გუშინ ახალქალქის კლინიკა ევექსში სახის დაჟეჟილობით მიიყვანეს. ინფორმაციას ჩვენ კლინიკის დირექტორი, ალექსანდრე თოროიანი გვიდასტურებს.
“გუშინ შემოიყვანეს, ცხვირის არეში ჰქონდა დაჟეჟილობა, მალევე გავწერეთ,” – გვითხრა თოროიანმა.
აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვეცადეთ თავად მანუკიანს დავკავშირებოდით, თუმცა იგი ტელეფონს გვითიშავს.
ტელეფონს არ პასუხობენ არც “ქართული ოცნების” ახალციხის ბიუროში და არც პარტიის მთავარი ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც.
TOK TV თემაზე განაგრძობს მუშაობას და უახლეს ინფორმაციას შემოგთავაზებთ.