ავტორი: სლომე ძანძავა
ზუგდიდში, ბანკში განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირად შსს-მ 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დაასახელა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.”
როგორც უწყებაში ამბობენ, პირის იდენტიფიცირებისკენ შსს-ს მედიამ უბიძგა.
“ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.”
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.