ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
მას შემდეგ, რაც თემას დიდი საზოგადოებრივი ინტერესი მოჰყვა, 43 წლის ქალი, რომელიც ინსულტთან ერთად კოვიდ ინფიცირებულია ახალციხის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს. როგორც ოჯახის ნათესავი, მილაზიმ მიაზოვი გვეუბნება, პაციენტი თბილისის საავადმყოფოში ახლახან გადაიყვანეს.
“ახალციხის კლინიკაში პირველივე დღეს გვითხრეს რომ ასეთ მძიმე პაციენტებს ვერ მკურნალობენ. ოთხი დღე ვეძებდით და ცოტა ხნის წინ შევძელით თბილისში შესაბამის კლინიკაში გადაყვანა.”
რესპონდენტი კლინიკას არ გვიკონკრეტებს.
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მათ გამოყეს ტრანსპორტი, რომლითაც პაციენტი გადაიყვანეს. თუმცა სად კლინიკის დირექტორმა, რევაზ კუჭუხიძემ არ იცის.
ინფიცირებული ქალის შესახებ ჩვენ წყარომ დღეს მოგვაწოდა ინფორმაცია. ავადმყოფ 43 წლის ქალს კორონავირუსი და ინსულტი აქვს. მისი ოჯახი 4 დღის განმავლობაში ითხოვდა პაციენტის გადაყვანას დედაქალაქში.