ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმების რაოდენობა 803-ს შეადგენს

December 3, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გასული 5 თვის განმავლობაში კეთილშობილი ირმების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით პარკში 16 ირემით მეტი იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციით ამჟამად ირმების რაოდენობა დაახლოებით 803-ს შეადგენს.

“სექტემბერ-ოქტომბერი ირმის მყვირალობის პერიოდია. ამ დროს ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ​ ​

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს ეროვნულ პარკში დაახლოებით 494 ირემი იყო.

ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო