ახალციხეში მდებარე “სლესის” ციხე, იგივე მოქცევის ციხე დაზიანდა. ჩამონგრეულია ციხე-კოშკის კუთხე. ციხის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომელიც დაზიანების ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
ფაქტის გადამოწმების მიზნით ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, ციხეს ჯგუფი ხვალ შეამოწმებს.