პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია- ეკატერინე ტიკარაძე

December 17, 2020

პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია – ამის დასადასტურებლად ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიას პრეპარატი რემდესივირი უჩვენა.

„გუშინ ჩამოფრინდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს არ დაუკონკრეტებია პრეპარატის რა ოდენობა ჩამოიტანეს გუშინ საქართველოში.

რემდესივირი ებოლას წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატია. ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ის არც თუ ისე ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ როგორც თავიდან ეგონათ.