სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა ყველა სკოლამ სწავლება საკლასო ოთახებში განაახლა. გამონაკლისისა მხოლოდ ნონოწმინდის სოფელი ვლადიმეროვკას და ადიგენის საჯარო სკოლები, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, – ინფორმაციას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები გვიდასტურებენ.
სკოლების გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა სამხარეო ადმინისტრაციამაც.
“სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით. ყველა სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ18 იანვარს სასწავლო პროცესი სამცხე-ჯავახეთში შერეული სისტემით დაიწყო.
Toktv.ge