სამცხე-ჯავახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, დავით მერაბიშვილი ახალციხეში შუა ხნის ქალის გარდაცვალების მიზეზად თავის რეში ნაფლეთოვან ჭრილობას და სისხლჩაქცევებს ასახელებს.
„თავის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა აქვს. ასევე, აღენიშნება სისხლჩაქცევები, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი,” – განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს მეზობლებმა შუა ხნის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში დაზიანებული იყო ტექნიკა და ავეჯი.
შსს-მ გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889