ბორჯომში, ჩამომხსმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა და აქციას მართავენ. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათივე თქმით გაფიცვას მანამ გააგრძელებენ, სანამ ყველა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ. – ინფორმაციას Skews ავრცელებს.
“ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის გაზრდა. ასევე ვითხოვთ შრომის პირობების გაუმჯობესებას. რაღაც მოთხოვნები დაგვიკმაყოფილეს, მაგრამ ეს მოხდა დიფერენცირებულად, ნაწილს დაუკმაყოფილეს ეს მოთხოვნა, ეგონათ რომ ამით ერთმანეთს დაგვაპირისპირებდნენ, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ,” – ამბობს ადგილობრივ მედიასთან აქციის მონაწილე.
მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მაშინ, როდესაც ქარხნის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ტრაილერის შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამის უფლება პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის და ქარხანასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
TOK TV დეტალების გარკვევას და ქარხნების დირექტორებთან დაკავშირებას ცდილობს. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს.