პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტების მერებისთვის ხელფასების მომატება და გაორმაგება იგეგმება სამოქალაქო ორგანიზაციებიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ IDFI თვლის, რომ “წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.”
პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე 9 აგვისტოს ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს ამასთან, მერების ხელფასები სრულად შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან.
IDFI-ს ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერების ხელფასები შემდეგნაირად ნაწილდება:
ახალციხის მერის ხელფასი – 3 500ლ
ადიგენი – 3 200ლ
ახალქალაქი – 3 200ლ
ნინოწმინდა – 3 100ლ
ბორჯომი – 2 650ლ
ასპინძა – 2 650ლ