ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“ევროპული საქართველოს” რიგებიდან ახალციხის მერობას არასამთავრობო ორგანიზაციის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის თავმჯდომარე, ზურაბ სადათიერაშვილი შეეცდება, რომელმაც პარტიას 2017-18 წლებში 5 000 ლარი შესწირა. პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას დღეს გიგა ბოკერიამ გააცნო.
სადათიერაშვილის თქმით, გეგმების, წინასაარჩევნო კამპანიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია “თავის დროზე გახდება ცნობილი.”
გარდა ახალციხისა პარტიამ მერობის კანდიდატი წარადგინა ახალქალაქშიც. აქ მერობისთვის ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი, არსენ კარაპეტიანი იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა “ქართულმა ოცნებამ”, ხოლო ენმ-მ მხოლოდ ადიგენსა და ასპინძაში.