ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 606 -მა ადამიანმა გაიკეთა. რეგიონი ვაქცინაციის აქტიურობის მიხედვით, ბოლოდან მესამე ადგილზეა. მეორე ადგილზეა მცხეთა-მთიანეთი და ყველაზე დაბალი აქტივობა რაჭა-ლეხუმი, ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.
ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები, რომლებიც ქალაქ ნინოწმინდაში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ აცნობიერებენ ვაქცინის გაკეთების აუცილებლობას, თუმცა გავრცელებული დეზინფორმაცია და მწირი ინფორმაცია ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია მათთვის. ასევე, გამოყოფენ რეგისტრაციის პრობლემასაც, რადგან ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი მხოლოდ ქართულ ენაზეა.
სწორედ კოვიდვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით ქალაქ ნინოწმინდაში და რამდენიმე სოფელში შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური მხარის გუბერნატორი და მერი, ანივარდ მოსოიანი მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ვაქცინაციის შესახებ მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე ადაპტირებული ბუკლეტები დაურიგეს.