ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის სოფელ ურაველში დაახლოებით 40 ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას გვიდასტურებს მერის წარმომადგენელი სოფელში, ემზარი ოქრომელიძე და მიზეზად რამდენიმე დღის წინანდელ გასვენებას ასახელებს. კოვიდინფიცირებულია თავად ოქრომელაძეც.
“გასვენება იყო და სამძიმარზე იყვნენ ადგილობრივებიც , რის შემდეგაც დაიტესტენ და როგორც ექიმები მეუბნებიან, 40-მდე ოჯახს დაუდასტურდა. მეც ინფიცირებული ვარ და გარეთ ვერ გავდივარ, სავარაუდოდ აქედან დავინფიცირდი მეც, თუმცა გასვენებაში არ ვყოფილვარ,” – გვეუბნება ოქრომელაძე
მისივე თქმით, ინციფირებულების მდგომარეობა სტაბილურია და ყველა ბინაზე გადის მკურნალობას, ხოლო ექიმები და პოლიცია აკონტროლებს, რათა თვითიზოლაციის წესები არ დაარღვიონ.
ოქრომელიძისვე ცნობით, ორი დღის წინ კრონავირუსის ტესტირება სოფელში ყველა მცხოვრებმა ჩაიტარა.
აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული დღიური მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში მატულობს. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში გვეუბნებიან დღეს კორონავირუსის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესი ნაწილი ,38 ბორჯომში და 36-ახალციხეშია. 11-11 ადიგენში და 2 – ახალქალაქშია.
კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად იმატებს ვაქცინირებული პირების რაოდენობაც. იმავე წყაროს ცნობით, ამ დროისთვის რეგიონში სულ ჩატარებულია 11 794.