“სარა ბარა ბზია ზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ” – ამ სახელწოდების სპექტაკლის ნახვა ახალციხელებს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის შესრულებით შეეძლოთ.
სპექტაკლი ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დაიდგა. ის ოკუპაციით გაყოფილ საქართველოში ორი ახალგაზრდის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.
ნიშნობა საოკუპაციო ხაზთან – სამსახიობო ოსტატობით გადმოცემული სამშვიდობო გზავნილი: “გავათავისუფლოთ მიცვალებულები, რათა ცოცხლებმა ცოცხლების შეყვარება შევძლოთ…”
ახალციხელი მაყურებელი, მომდევნო დღეების განმავლობაში გორის, ბათუმის, მოლდოვისა და უკრაინის თეატრალური დასები შესრულებულ სპექტაკლებს ნახვას. ხოლო ფესტივალი 25 ოქტომბერს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „სტუმარ-მასპინძელით“ დაიხურება.