ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფის აფეთქებიდან 10 თვე გავიდა, თუმცა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა და მასში არც მცხოვრებლები დაბრუნებულან უკან. მერიაში გვეუბნებიან, რომ სატენდერო დოკუმენტი მომზადებულია და მალე გამოაცხადებენ.
რა ვიცით ახალი კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ
კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას ახალციხის მერიამ ალტერნატიული ფართი უქირავა, რომლის ღირებულებაც თითოეული 300 – 350 ლარის ფარგლებშია. სულ რა თანხა დაიხარჯა და რამდენი ოჯახისთვის ქირაობს ბინას მერია ? პასუხის მისაღებად უწყებაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნისკენ მოგვიწოდეს.
რამ გამოიწვია ახალციხის კორპუსში აფეთქება — სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად სარდაფში დაგროვებულმა აირმა აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, კორპუსის აფეთქება, კორპუსს გარეთ დაზიანებულმა გაზის მილმა გამოიწვია, საიდანაც გამოჟონილმა აირმა კედელში არსებული ხვრელის საშუალებით სარდაფში შეაღწია და წყალსაქაჩი პომპის ჩართვის შემდეგ აფეთქდა. «გაზის სუნი რამდენიმე დღე იგრძნობოდა» — ადგილობრივები აფეთქებაზე