ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში COVID19-თან ბრძოლაში დაღუპული პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. გარდაცვლილ პერსონალს კომპანიამ „სიცოცხლის ელჩის“ ორდენი მიანიჭა და დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახების წევრებს გადასცა, – ინფორმაციას ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰოსპიტალში კორონავირუსს ოთხი ექიმი ემსხვერპლა.
ფოტოები: ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი