ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
„ვაქცინაციის მარათონის“ ფარგლებში ქალაქ ვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აიცრან. მათ „ევექსის – ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის“ მედიკოსები აცრიან.
ვალის „ჯანმრთელობის სახლში“ ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.