სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები დღეს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედნენ. რა მიზანი ჰქონდა პრემიერთან მერების შეხვედრას და მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვას? კითხვა ჩვენ ადიგენის მერს დავუსვით. გოჩა ქიმაძე გვპასუხობს , რომ არჩევნების შემდეგ ისინი პრემიერს არ შეხვედრიან, დღეს კი იდეები და სამოქმედო გეგმები გაცვალეს.
შეხვედრა მერებთან პრემიერმა დღეს გამართა, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს, თუმცა მედიას გადაღების უფლება არ ჰქონდა და როგორც გვითხრეს ინფორმაციას პოსტ ფაქტუმ თავად გაავრცელებდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილსაც, რომელმაც გვითხრა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებდა, თუმცა ახალ იგი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ და ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა საკუთარი მოვალეობების შესრულება 28 ოქტომბრიდან დაიწყეს.