სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან გოგოძეს თქმით, მას შემდეგ, რაც 60 და ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 200 ლარიანი დანამატების გაცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესმა მოიმატა და დღეის მდგომარეობით ამ კატეგორიაში სულ 10 121 პირი აიცრა, რომელთაც თანხა უკვე ჩაერიცხათ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 60 და ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც 1-ელ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს მიიღებენ.