ევროკავშირმა SWIFT-დან შვიდი რუსული ბანკი გათიშა და რუსეთისთვის ევროს მიწოდება აკრძალა

March 2, 2022

ევროკავშირმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში, 12 მარტიდან შვიდი რუსული ბანკი ბანკთაშორისი გადახდების SWIFT სისტემიდან გათიშა. ამ სიაში მოხვდნენ:

  • VTB BANK
  • Bank Rossiya
  • Bank Otkritie
  • Novikombank
  • Promsvyazbank
  • Sovcombank
  • VNESHECONOMBANK (VEB)

ასევე, ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის მიხედვით, დაწესებულია აკრძალვა რუსეთში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ისევე როგორ სამთავრობო უწყებებისთვის, ევროში დენომინირებული ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი.

აკრძალვა არ ეხება იმ პირებს, რომლებიც მიემგზავრებიან რუსეთში და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც მათთან ერთად შედიან რუსეთის ფედერაციაში, ასევე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საკონსულოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ევროს იმპორტის აკრძალვა ძალაში შედის გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომენტიდან.

ავტორი: ცოტრე ყურაშვილი