უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს. მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია და შესაძლოა 48 საათში გაჟონვა მოხდეს, – ამის შესახებ იგი საკუთარი ტვიტერის ანგარიშზე წერს.
„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის სარეზერვო დიზელის გენერატორებს აქვთ 48 საათიანი სიმძლავრე. ამის შემდეგ, საწყობის გაგრილების სისტემები შეჩერდება, რაც რადიაციულ გაჟონვას გარდაუვალს გახდის. პუტინის ბარბაროსული ომი საფრთხეში აყენებს მთელ ევროპას. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს“,– წერს კულება ტვიტერზე.