დღეს ბათუმში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.
ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ იმყოფება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბა კბილაშვილი. რა მიზეზით იმყოფება კბილაშვილი ბათუმის საარჩევნო უბანზე? – ჩვენი რედაქცია მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა იგი ტელეფონს გვითიშავს.
“თავისი ინიციატივა იყო და ალბათ იმიტომ წავიდა, რომ გამოცდილება აქვს და დაეხმარება,” – გვეუბნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე, რომელიც კბილაშვილის ბათუმში, არჩევნებზე წასვლას ადასტურებს.
ვიდეო ვრცლად: ( დააჭირეთ აქ )