ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო, რუსეთში არსებული და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები დასანქცირდა, მათ შორის ბორჯომის მინერალური წყალის ჩამომსხმელი ქარხნის მფლობელი, მიხაილ ფრიდმანი. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია, «IDS ბორჯომი საქართველო»-ს ორივე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
კომპანიაში არსებულ პრობლემებსა და გამომწვევ მიზეზებზე, „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე, რუსეთში შექმნილი რთული ვითარება და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომაა.
IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2013 წლის დასაწყისში შპს „IDS ბორჯომი საქართველო“-ს საკონტროლო პაკეტი, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილმა უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანია “ალფა ჯგუფ”-მა 300 მილიონ დოლარად იყიდა.
გარდა ბორჯომის მინერალური წყლის კომპანიისა, რუსეთის მოქალაქის საკუთრებაშია მინერალური წყალი საირმეც.
კვლევის მიხედვით, იგი იაკოვ გვიჩიას საკუთრებაშია. მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – გია გვიჩია, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა, მილიარდერია და ყოველწლიურად სახელდება რუსეთის ტოპ მილიარდერების სიაში.
IDFI-მ სასარგებლო წიაღისეული და მინერალური წყლების ბიზნესში რუსული კავშირები, საქართველოში 120-მდე კომპანიასთან დაადგინა.
საქართველოში რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული რომელი ბიზნესი შეისწავლა არასამთავრობო ორგანიზაციამ და როგორია ამ ბიზნესის მასშტაბი? კითხვა ჩვენ ორგანიზაციის მკვლევარს დავუსვით.
ამავე თემაზე: ბორჯომი მინერალური წყლის ჩამოსხმას აჩერებს — რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები