ავტორი: მირანდა ფუტკარაია
რუსთავის მერიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქს სამამულო ომის 2 ვეტერანი და 15 მათთან გათანაბრებული პირი ჰყავს. ვეტერანთან გათანაბრებული პირები ე.წ. ოცდაექვსიანელები არიან, რომლებიც ომში არ წასულან, მაგრამ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. Მათ მერიისგან ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, 1000 ლარი მიიღეს, ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა კი- 500 ლარი. მათ თანხა წლის განმავლობაში ერთჯერადად ერიცხებათ.
ფულადი დანამატი წალკის მუნიციპალიტეტში ომის 1 ვეტერანს და 2 მასთან გათანაბრებულ პირს დაერიცხება,- ამის შესახებ ინფორმაცია წალკის მერიიდან მოგვაწოდეს.
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. Მეორე მსოფლიო ომს 300 000-მდე ქართველი შეეწირა.