“ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება” – ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელმაც სააკაშვილი დღეს მოინახულა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი დასუსტებულია და არ იცის რამდენ ხანს გაძლებს. ჩვენ რედაქციასთან საუბარში მიტროპოლიტი ამბობს, რომ “მესამე პრეზიდენტი ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო დასუსტებული მეჩვენება; როგორც სასულიერო პირს იგი მთხოვს სულიერი დახმარების აღმოჩენას;”