დაბა ადიგენში, ბალახაშვილის N3-ში, სოფელ ჩორჩნის შესასვლელში არსებული საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისთვის მერია 50 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს, – ამისათვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შერჩენილმა კომპანიამ, კორპუსი უნდა გალესოს და გადახუროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში.
წინადადებების მიღება 13-16 მაისს იწარმოებს. მერიის ცნობით, აღნიშნულ კორპიუსში 4 ოჯახი ცხოვრობს.