ავტორი: მირანდა ფუტკარაია
საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პოგრამა „სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი“ იწყება. პროექტის ფარგლებში მონაწილეები სოციალურ მეწარმეობას გაეცნობიან და გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრაში თავად მიიღებენ მონაწილეობას. Ამასთან, ისინი მოქმედი სოციალური მეწარმეებისგან ინოვაციური მიდგომების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კომუნიკაციების მენეჯერის მარიამ ჯაფარიძის ინფორმაციით, პროგრამა 5 დღიან საზაფხულო სკოლას, პროექტების კონკურსს და გამარჯვებული ახალგაზრდა ელჩების გამოვლენას ითვალისწინებს. გამარჯვებულები ფინანსური მხარდაჭერის სახით 750 ევროს მიიღებენ.
Წალკის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთი გამოწვევაა და მათ გადასაჭრელად უკვე ხორციელდება რამდენიმე ინიციატივა, თუმცა Ახალგაზრდა ელჩების პროგრამა სწორედ ჯერ განუხორციელებელი, მაგრამ აქტუალური საკითხების გადაჭრის საშუალებას და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საშუალებას სთავაზობს.
რეგიონებზე გათვლილ პროგრამას „სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს. მასში მონაწილეობა 18-29 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. მსურველებმა რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე 2022 წლის 15 მაისამდე უნდა გაიარონ.