ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. პროფკავშირის წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე აღნიშნულს შემდეგნაირად განმარტავს: “დასაქმებულები იმ შემთხვევაში შეხვდებიან კომპანიას, თუ ის 49 გათავისუფლებულ პირიც იქნება.”
ბორჯომი მინერალური წყლის ჩამოსხმას აჩერებს — რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები
დასაქმებულებსა და მენეჯმენტს შორის შეხვედრა დღეს, 12 საათზე უნდა გამართულიყო. დიასამიძის თქმით, თუ კომპანიის ხელმძღვანელობა გათავისუფლებულ თანამშრომლებსაც არ შეხვდება და მედიაციის პროცესი არასათანადოდ გაიმართება, ისინი გაიფიცებიან.
საირმეს და ბორჯომის მინერალური წყლის რუსი მფლობელები — IDFI
შეგახსენებთ, რომ IDS ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი რუსი მფლობელის სანქცირების გამო, კომპანიამ ბორჯომის ჩამოსხმა შეაჩერა. ხელშეკრულებებში ცვლილებები შეიტანა და იმ პირების ნაწილი, რომლებმაც განახლებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა გაათავისუფლა. ამ დროისთვის, კომპანიის ინფორმაციით, სულ გათავისუფლებულია 49 თანამშრომელი.
კომპანია «IDS ბორჯომი საქართველო»-ში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.
«დასაქმებულებს უთხრეს, თუ ხელს არ მოაწერთ ხელფასს არ მოგცემთო,»- ბორჯომის ქარხნის თანამშრომელი