„წალკელებს არასდროს გვქონია კინოთეატრის ფუფუნება, ვინმეს თუ კინოს ყურება უნდოდა დიდ ეკრანზე მეგობრებთან ერთად , სულ ცოტა 120 კმ გავლა უწევდათ თბილისამდე”, – გვეუბნება ქეთი ბოლქვაძე, ახალგაზრდა ეკომიგრანტი აჭარიდან, რომელიც ოჯახთან ერთად წალკაში წლების წინ გადმოვიდა საცხოვრებლად და ახლა სხვა პროექტებთან ერთად კინოთეატრის იდეასაც უძღვება.
მოძრავი კინოთეატრი პირველი ივნისიდან გაიხსნება. ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში სასურველი კინოს ყურება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მცხოვრებს შეეძლება.
სეანსები ფასიანია, თუმცა პროექტის ავტორი გვეუბნება, რომ თანხა სიმბოლურია.
„მინიმალურ ფასად, ამიერიდან ყველას გექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი მოძრავი კინოთეატრით ისიამოვნოთ,“– ქეთი ბოლქვაძე.
საპრემიერო ჩვენების ფილმს რაც შეეხება, ქეთი გვეუბნება, რომ ის საერთო გამოკითხვით შეირჩევა
კინოთეატრი დაახლოებით 30 ადამიანზეა გათვლილი.
პროექტის მხარდამჭერია “ირის” ჯგუფი.
ფოტოები: Facebook app