ლიეტუვას ელჩი ნინოწმინდაში იმყოფებოდა – ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ადგილობრივი მედია ნორი ავრცელებს.
რა პრობლემები აქვთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს და რა შესაძლებლობები არსებობს სახელმწიფოში მათ გადასაჭრელად – საკითხებზე ნინოწმინდის მერთან და საკრებულოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
ლიეტვუას ელჩი ანდრიუს კალინდრა დღეს ადგილობრივ ახალგაზრდებსაც შეხვდა.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე დასმული საკითხებიდან მთავარი პრობლემა ენის ბარიერი და ახალგაზრდების რეგიონიდან გადინებაა.