ავტორი: მირანდა ფუტკარაია
„ამო წალკაში“- წალკაში 11 ივნისს, 16:00 საათზე ფესტივალი იმართება. ღონისძიება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით დაიგეგმა. მის ფარგლებში ბავშვების ნახატები გაიყიდება და შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.
წალკის ცენტრში მოეწყობა თემატური სივრცეები და ადგილობრივი ფერმერების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ორგანიზატორები გვიყვებიან, რომ “ამო წალკაში“ სტუმრებს წალკის ტურისტული პოტენციალის გაცნობის საშუალებას მისცემს.
ფესტივალი 16:00 საათზე იწყება, ძირითადი ლოკაცია წალკის ცენტრი იქნება დადაიხურება კონცერტით, რომელიც 20:00 საათზეა დაგეგმილი.