ახალციხეში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია მდებარეობს კონდიციონერების შესყიდვას გეგმავენ. ამისათვის ტენდერი ახალციხის მერიამ 14 010 ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში, სხდომათა დარბაზში 3 კონდიციონერი უდნა დაამონტაჟოს. დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “ელ შოპი”-მ მიიღო და მერიას იმავე სამუშაოებისთვის 13 500 ლარამდე თანხა შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული დარბაზისთვის კონდიციონერების შესყიდვისთვის თანხმობის გასაცემად, საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და დეპუტატების უმეტესმა მხარი დაუჭირა.