ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლებში: აბათხევი, ნაოხრები, წინუბანი, წყალთბილა, დიდ პამაჯი, მიქელწმინდა, პატარა პამაჯი, საძელი და ყულალიში, შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, ამისათვის ტენდერი 360 ათას ლარზე მეტ თანხაზე გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც გზების რეაბილიტაციის ვალდებულებას აიღებს, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, ტენდერი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოცხადდა, შესაბამისად თანხაც აღნიშნული მუხლიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 21 – 26 ივლისს იწარმოებს.