Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

სამეულთა რეგიონული ანალოგები – აზრის “თავისუფლად გამოხატვისთვის” ქ. ოცნება ახალციხეში, ლაგოდეხში, თერჯოლაში და ჭიათურაშიც დატოვეს

July 11, 2022

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საბა კბილაშვილმა თანამდებობა და პარტია დატოვა. იგი ახალციხის საკრებულოში რჩება, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, – ამის შესახებ კბილაშვილმა ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა.

კბილაშვილი გვეუბნება, რომ თანამდებობის და პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზია ციტატა: “შეხედულებები, რაც აქვს და რისი თქმაც სურს, ღიად დააფიქსიროს.”

კითხვაზე, აძლევდა თუ არა “ქართული ოცნება” მას საშუალებას საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა გვპასუხობს, “რომ, არ უნდოდა პოლიტიკური თანამდებობიდან განცხადებების გაკეთება.”

კბილაშვილის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს არ აკეთებს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე და გვეუბნება, რომ ჯერ მასთან არ ულაპარაკია.

კბილაშვილის განცხადებით, იგი უერთდება “პატივცემული კოლეგების მოწოდებას”. კერძოდ, მისივე თქმით, მან იმავე მოტივით დატოვა პარტია და თანამდებობა, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვა ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრებმაც.