როგორ შეუძლიათ რეგიონულ მაუწყებლებს ხელი შეუწყონ ადგილობრივად გარემოს გაუმჯობესებას, ომი უკრაინაში და კრიზისის მართვაში ძლიერი თვითმმართველობის როლი – თემებზე ჟურნალისტიკის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა რეგიონული მაუწყებლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრა JRC-ისა და NED-ის პროექტის ფარგლებში შედგა, რომელიც არაერთ სხვა აქტივობას ითვალისწინებს. პროექტის განმავლობაში ასევე მომზადდება საქართველოს 10 რეგიონიდან სატელევიზო დისკუსიები და რეპორტაჟები.
ნანა ქობალია – ოდიშის საინფორმაციოს უფროსი
ეკა ნოზაძე – ტელეკომპანია ბორჯომის დირექტორი