ძლიერმა ყინვამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში მოსახლეობას კარტოფილის ნათესები მოუყინა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია “რადიო ნორი” ავრცელებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ მოსახლეობას დასახმარებლად მათთვის არ მიუმართავს.
ჩვენ ასევე გვაინტერესებდა რა ოდენობის კარტოფილი მოეყინა მოსახლეობას თუმცა მერიიდან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ
როგორ შეიძლება ყინვისგან დაზიანებული კარტოფილის ნათესების გადარჩენა?– გვესაუბრება ა(ა)იპ “ასოციაცია ახალქალაქის კარტოფილი” გამგეობის თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი.