ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დღეს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომში, პარტიის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
შეხვედრის შესახებ, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით წინასწარ შეგვატყობინეს, თუმცა ადგილზე მისულებს გადაღების საშუალება მაინც არ მოგვეცა.
მმართველი პარტიის სახეებმა ჩვენთან, კომენტარი გააკეთეს, თუმცა შეხვედრაზე განხილული საკითხების და რეგიონის საჭიროებების შესახებ ვერცერთს ვესაუბრეთ. მეტიც, ჩვენი შეკითხვა რეგიონის გამოწვევების შესახებ უპასუხოდ დატოვეს.