ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება, რისთვისაც მერიამ 70 ათასამდე ლარი გამოყო. საუბარია სოფელ ავრალონის, ბარეთის, კიზილკილისას, კოხტას, სამების და საყდრიონის ბაღების ეზოებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობაზე, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
Დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა შეასრულოს.
წინადადებების მიღება 28 აგვისტოდან 02 სექტემბრამდე იწარმოებს.
მერიის ინფორმაციით, წალკაში დღეისათვის სულ 7 საბავშვო ბაღია, წელს ერთის დამატება იგეგმება.
ჩვენი რედაქცია საბავშვო ბაღების თემაზე ვრცელ სიუჟეტს ამზადებს. ადევნეთ თვალი ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდებს.