წალკის 32 სოფელსა და 3 დაბაში საბავშო ბაღი არ არსებობს

August 23, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ბაგრატ კარაპეტოვი

თამუნა ჯიქია ორი შვილის დედაა და დაბა თრიალეთში ცხოვრობს. საბავშო ბაღში მხოლოდ ერთი შვილი დაჰყავს, მეორე-ბაღის გარეშე დარჩა, დაბა თრიალეთში საბავშვო ბაღი არაა, წალკის საბავშვო ბაღში კი დარეგისტრირება ვერ მოახერხა, დაწესებულება  60-მდე პირს იღეს, მსურველი კი უფრო მეტია. 

წალკის მუნიციპალიტეტში 39 სოფელი და 3 დაბაა. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გევუბნებიან, აქედან საბავშვო ბაღი 7 ადმინისტრაციულ ერთეულშია. ბავშვებს ბაღში სიარული მხოლოდ ქალაქ წალკაში, სოფლებში: სამება, საყდრიონი, კიზილქილისა, არწივანსა და კოხტაში  შეუძლიათ. 

სოფელ ხარებადან, კოხტაში დაჰყავს ბავშვები სოფო იაკობაძე. როგორც გვეუბნება, მეზობელ სოფელში ბავშვების ბარში წასაყვანად მუნიციპალიტეტს ტრანსპორტი არ აქვს გამოყოფილი, ამიტომ თანასოფლელები უფასო სკოლამდელი აღზრდის დაწსებოლებამდე მისასვლელად, გზის ხარჯს თავად ფარავენ. Სოფელ ხარებიდან კოხტამდე დაახლოებით 9 კილომეტრია. 

იმას, რომ ბაღის ბავშვებს ტრანსპორტი არ ემსახურებათ გვიდასტურებენ მერიაშიც და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტის დანიშვნის საჭიროებას ვერ ხედავენ, რადგან მათივე თქმით, იმ სოფლებში, სადაც ბაღი არ არის, ბავშვებიც ნაკლებადაა. 

რაც შეეხება ახალი ბაღების აშენებას, მუნიციპალიტეტის მერიში ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრეს და განაცხადეს, რომ  წელს მერია ახალი ბაღის გახსნას, სოფელ ბარეთში გეგმავს. 

წალკის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის, 80 ათასი ლარია გავთვალისწინებული.