ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. სამებაში გარე განათების მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა განთავსებული.
აღნიშნული სამუშაოსთვის წალკის მერია 42 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გარე განათება სოფელ სამებაში უკვე არსებულ ბოძებზე მოეწყობა.
მერიის ინფორმაციით თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გარე განათბის მოწყობის თაობაზე მუნიციპალიტეტს მოსახლეობამ მიმართა.
Სატენდერო განაცხადების მიღება 14 სექტემბრამდე იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.