ქვემო ქართლში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა იგეგმება

August 29, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ქვემო ქართლში  მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის ინტერმუნიციპალური სააგენტო შეიქმნება  – ამის შესახებ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტის მერებთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ქობულაძე. მისი თქმით, რეგიონში  მსგავსი თვშესაფრების არარსებობა დედაქალაქზეც უარყოფითდ აისახება. 

მიუსაფარი ცხოველების პრობლემის წინაშე დგას წალკის  მოსახლეობაც. მათი პოპულაციის მართვისა და დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეული პროგრამა არ არსებობს.  სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  წალკის მერი ილია საბაძეც დაესწრო.  ის გვეუბნება, რომ  საერთო პროექტში მონაწილეობის მზადყოფნა წალკის მუნიციპალიტეტმაც დააფიქსირა. 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარი ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას და ამავდროულად,  პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად. ქვეყნის მასშტაბით მსგავსი თავშესაფარი უკევ არსებობს თბილისში, კახეთსა და შიდა ქართლში.

 დაწესებულება დედაქალაქში ჯერ 112-ის ბაზაზე შეიქმნა, 2015 წლის პირველი იანვრიდან კი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. 

როგორც ქვემო  ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნის საკითხზე მუშაობა გრძელდება.

 კონკრეტულად როდიდან გადაიდგმება  ნაბიჯები ქვემო ქართლის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის ინტერმუნიციპალური სააგენტოს შექმნისთვის, რა იქნება დაფინანსების წყარო და რამდენია ბიუჯეტი, ჯერჯერობით, უცნობია.

Მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს ითხოვენ სამცხე-ჯავახეთშიც. Ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ იმის გამო, რომ რეგიონში თავშესაფარი არ არის ქუჩაში ძაღლების რიცხვი იზრდება, არის დაკბენის შემთვევებიც.

სამცხე-ჯავახეთში ,Თავდაპირველად, თავშესაფრის იდეაზე, 2018 წელს, ახალციხის იმდროინდემლმა მერმა ისაუბრა. ამბობდა, რომ თავშესაფრის აშენებას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებდა. Თუმცა, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

 

ამავე თემაზე იხილეთ ცხოველთა მოყვარული 31 წლის თიკო კვალიაშვილი – TOK.TV (toktv.ge)