მარტი-ივნისის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა სამცხეში 940 კომპანია დარეგისტრირდა

August 31, 2022

2022 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 400-მდე კომპანია დაარეგისტრირეს, მათ შორის ადიგენში და ახალციხეში 940 კომპანია – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭივრვალობა – საქართველო” აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, ადიგენის სოფელ უნწაში 404 რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული, ხოლო სოფელ ვარხანში 212. რაც შეეხება ახალციხეს, აქ 324 რუსული კომპანია აბის დასახლებაშია დარეგისტრირებული. 

როგორც კვლევის ავტორი ბესო ნამჩავაძე გვეუბნება, კომპანიების უმეტესი ნაწილის მისამართი ფორმალურია და ერთ მისამართზე ასობით კომპანიაა დარეგისტრირებული.

ნამჩავაძე გვეუბნება, რომ კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ მარტი – ივნისის მონაცემების მიხედვით, საქართველო რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა.