ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ბაგრატ კარაპეტოვი
გიორგი ფირცხელანი წალკაში ცხოვრობს და პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. ის თანაკლასელებთნ ერთდ, წალკაში გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა მწვანეთა მოძრაობის წალკის კოორდინატორთან ერთად, სოფელ თრიალეთთან და წალკის შესასვლელთან არსებული ტერიტორიაც დაასუფთავეს.
გარემოსდაცვითი აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ყოველი წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში იმართება. იგი 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა. საერთაშორისო კამპანიას საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა.