გსმენიათ პეტიციის შესახებ? – მაკა სუდაძე გვიყვება, რომ პეტიციის არ განხილვის უფლება საკრებულოს არ აქვს.
“პეტიციის საშუალებით ადიგენის სოფელ მლაშეში სკვერი და სპორტული მოედანი გავაკეთებინეთ, ასევე შეაკეთეს გზაც,”- მაკა სუდაძე მოსახლეობის ჩართულობის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, პეტიციაზე სოფელ ჩორჩანში მცხოვრებლებს ესაუბრა.