ახალციხეში შეჩერებული სპორტული კომპლექსის და აუზის მშენებლობა შესაძლოა იმ კომპანიამ დაასრულოს, რომლის ყოფილ დირექტორს 2012 წელს ენმ-სთვის 60 ათასი ლარი და ახალ დირექტორს 2021 წელს “ქართული ოცნებისთვის” 50 ათასი ლარი აქვს შეწირული.
სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს “არალმა” მიიღო და სამუშაოებისთვის თავდაპირველად გათვალისწინებულ თანხაზე თითქმის 350 000 ლარზე მეტი შესთავაზა. (11 625 833)
დოკუმენტის მიხედვით, შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დაასრულოს.
თავს დაზარალებულად არ მივიჩნევთ-მგფ შეწყვეტილ ორ 11 მილიონიან პროექტზე
ახალციხეში, სპორტული კომპლექსის და აუზის მშენებლობა ჩინურმა კომპანია «ნანთონ სანძიენ ჯორჯიამ» დაიწყო, თუმცა მისი ქართული ბაზრიდან მისი დასრულების გარეშე გავიდა.