ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება – ეს არის “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” ყოველწლიური კონკურსის “ქარტიის პრიზის” მიზანი.
წელს, ქარტიამ კონკურსი 6 კატეგორიაში გამოაცხადა, ესენია:
1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში
2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში
3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში
4. ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში
5. დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში
6. ხალხის რჩეული – საუკეთესო ნამუშევარი რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე
ქარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში.
გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაზე კი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი, 18.00 საათი. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე – https://bit.ly/3UhWBvJ
თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში.
დამატებითი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3hgGMYz