ავტორი: მირანდა ფუტკარაია
საშობაო ნაძვის ხის ნათურებისთვის, გასანათებელი მოწყობილობებისთვის და ელექტრონათურებისთვის ააიპი წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების და კეთილმოწყობის სამსახური 33 140 ლარს გამოყოფს, უწყებამ აღნიშნულ თანხაზე ხელშეკრულება შპს “სონაბასთან” დღეს გააფორმა.
Წალკის საახალწლოდ მოსართავად ტენდერი 38 ათას ლარზე გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო და ხელშეკრულებაც მას გაუფორმდა.
Წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს შეძენილი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება 23 დეკემბერს იგეგმება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმავე დღეს ადგილობრივი კონცერტია დაგეგმილი, რომელსაც წალკის კულტურის სახლი ჩაატარებს.
წალკაში კონცერტი ასევე დაგეგმილია 28 დეკემბერს. როგორც უწყებაში გვითხრეს, კონცერტში მოწვეული პირები მიიღებენ მონაწილეობას და მას მთავრობა დააფინანსებს.
მონაწილეების ვინაობა და ბიუჯეტის ოდენობა ჯერ უცნობია.