ავტორი: მირანდა ფუტკარაია
თემში არსებული პრობლემების გამოსავლენად და განსახილველად წალკის სოფელ გუმბათის ცენტრში 21 დეკემბერს 14:00 საათზე შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიებას ახალგაზრდა წალკელი აქტივისტები გაუძღვებიან. როგორც ერთ-ერთი მათგანი გულადი საგინაძე ამბობს, შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ორგანიზატორები მზად არიან წალკელებს არსებული პრობლემების გადაჭრის გზები შესთავაზონ.
გულადი საგინაძე განმარტავს, თუ რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი წალკელებისთვის
“ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია”ასოციაცია ტოლერანტის მხარდაჭერითა და TOK TV-სთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებაა. ასოციაცია ტოლერანტის დირექტორი და პროექტის კოორდინატორი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე დისკუსიაც გაიმართება. ის ხაზს უსვამს იმ შედეგს, რაც ამ ტიპის შეხვედრებს მოყვება
სოფელ გუმბათში 21 დეკემბრის შეხვედრაზე სპიკერები -გულადი საგინაძე, გიო მელაძე,ბერჟანუშ ავეტიანი, არტურ ვოსკანიანი და გია ვანაძე იქნებიან.