ფოტო: ანო დანელიანი (არქივი)
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, 28 დეკემბრის, წინასაახალწლო ღონისძიებისთვის 178 424 ლარზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით შპს “ვანილა ივენთის” გაუფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია ადიგენის ცენტრი საახალწლო ღონისძიებისთვის მორთოს. კერძოდ: საახალწლო ბაზრობისთვის და დერეფნისთვის 21 450 ლარია გათვალისწინებული; თოვლის ბაბუას კუთხისთვის – 17 500 ლარი; გლიტვეინის, ცხელი შოკოლადის, ლიმონათის, სასაჩუქრე ყუთებისთვის და ფოერვერკისთვის – 10 300 ; საბავშო პროგრამისთვის 16 050 ლარი და ა.შ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ჯგუფი „მიქსტურა“ იმღერებს, რომელსაც მერია 7 000 ლარს გადაუხდის.
რატომ გახდა საჭირო 170 ათასზე მეტი ღირებულების ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება? — მერიისგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
გარდა ამისა ადიგენის მერიამ, ტენდერით, 60 750 ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა შპს “ჯეო სტრიმთან” გააფორმა, რომელიც ნაძვის ხის და ადიგენის ქუჩების მორთვას გულისხმობს.