ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლო ნაძვის ხის დასაცავად 2 250 ლარს გამარტივებული წესით, შპს “ფარს” გადაუხდის, – ხელშეკრულება კომპანიასთან უკვე გაფორმდა.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, 4 მცველის საშუალებით 23 დეკემბრიდან 25 იანვრამდე 24 საათის განმავლობაში უნდა დაიცვას საახალწლო ნაძვის ხე.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
რატომ გახდა დაცვის აყვანა აუცილებელი? – მერიიდან კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ ქალაქის ქუჩების და ნაძვის ხის მოსართავად ტენდერით, 200 ათასზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება შპს “დანდთან” გააფორმა.